კალათბურთი

13:47 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ მანუჩარ მარკოიშვილი სარეკლამო რგოლში გადაიღო

დაახლოებით 1 თვის წინ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ მანუჩარ მარკოიშვილს ის პატივი ხვდა წილად, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი უკანახაზელი საკუთარ თამაშებზე დასასწრები აბონემენტის სარეკლამო რგოლში გადაიღო.

კლიპი გაშარჟებულია ცნობილი ფილმის – “კავკასიელი ტყვე ქალის“ კადრით და მასში მარკოიშვილი რუსულთან ერთად, ქართულადაც ლაპარაკობს.

მარკოიშვილი რუსულ გრანდში გასულ აგვისტოში თურქული “გალათასარაიდან” გადავიდა. ის კომპეტენტურ საკალათბურთო პორტალ ეურობასკეტ.ცომ-ის ცსკა-ს გვერდზე მოსკოველთა სასტარტო ხუთეულის წევრად მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ “მანუმ” 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო ვერ მოახერხა, თუმცა, უკვე მწყობრშია და ცსკა-სთან ერთად, ახალი სეზონისთვის ემზადება.

https://www.youtube.com/watch?v=Pz6Ds22XuMo

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087972