ძიუდო

11:39 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილმა მეორე მოიგო

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ჩეხი იარომირ მუსილის ძლევის შემდეგ, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს იუკოთი აჯობა.

მერვედფინალში ჭრიკიშვილი პორტუგალიელ კარლოს ლუზს დაუპირისპირდება.

 

 

 

0.094595