ქართველი სპორტსმენები

15:41 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილის ოქრო ჰავანას გრან პრიზე

ჰავანაში მიმდინარე გრან პრის მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პირველზე წარმატებული გამოდგა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ მოგებულ ოქროს მედალს გუშინ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) – ბრინჯაო.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც კოლუმბიელ პედრო კასტროს იუკოთი აჯობა. რუსეთის ნაკრების წევრი მურატ ხაბაჩიროვი სამწუთნახევარში შებოჭა, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს ორი წუთი აკმარა, ფინალში კი ამერიკელ ტრევის სტივენსს ვაზარი აკმარა.

0.111441