კალათბურთი

21:33 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭოჭუამ ტრავმა მოირჩინა

 

სუპერლიგის მრავალგზის ჩემპიონის “რუსთავის” ფორვარდმა მიხეილ ჭოჭუამ (10. 04. 87, 193 სმ, 90 კგ) მუხლის ტრავმა მოირჩინა და ახალი, 2013-14 წლების სეზონისთვის ემზადება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჭოჭუამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჭოჭუა 2012-13 წლების სეზონში ტრავმებმა შეაწუხეს და თითქმის არ უთამაშია.

სეზონის მიწურულს მიშა იძულებული გახდა მენისკის ოპერაცია გაეკეთებინა, სხვადასხვა კლუბებიდან მიწვევის მიუხედავად, ჭოჭუას ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

 

0.118292