ფეხბურთი

13:27 | 27.08.2013 | ნანახია 2755 - ჯერ

ჩიხრაძეს ულტიმატუმი წაუყენეს

ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს კლუბის პრეზიდენტმა აინარ ბექიროვმა ულტიმატუმი წაუყენა.

ზაქათალელები ზედიზედ მეორე ტურია მოედანს უქულოდ ტოვებენ და ამ ფაქტმა ბექიროვი საკმაოდ ააღელვა. ის ჩიხრაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს შეხვდა.

Sportal.az-ის ინფორმაციით, ბექიროვმა კრებაზე გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილება არ დამალა, ცუდი შედეგის მიზეზით დაინტერესდა და მთელ გუნდს უსაყვედურა.

“შეიძლება მოიგო და წააგო, მაგრამ ზედიზედ ორმა მარცხმა დაგვაფიქრა. აუცილებლად გონს სწრაფად უნდა მოვეგოთ. გამარჯვებას მომდევნო ტურშივე ველი. ამ წაუგებელს სერიას ბოლო უნდა მოეღოს” – განაცხადა კრებაზე ბექიროვმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში “სიმურგი” სტუმრად ბაქოს “ინტერს” ეთამაშება.



კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 27.08.2013
El Fenomeno (2082)

არადა ახლა არ გააფორმა ახალი კონტრაქტო ეჰჰ რა დღეში ვართ

15:10 | 27.08.2013
dato81 (219)

კიდევ ერთხელ დამტკიცდა აზრზე არ არიან... ვის გაუგია 2 თამაშის მერე ულტიმატუმით ლაპარაკი?! არა და ჩიხრაძემ არაფრისგან გუნდს დაამზგავსა და თურმე 2 თამაში წააგო და უკვე ულტიმატუმით ელაპარაკებიან! ფუ თქვენი...

14:57 | 27.08.2013
guja_kakhadze (959)

მოგებას ულტიმატუმი კი არა ხელშეწყობა სჭირდება!

14:46 | 27.08.2013
bakari91 (732)

მიდი გია დაიკიდე ეგენი, შენ შენი საქმე აკეთე !! საკუთარი საქმის პროფესიონალი ხარ

14:24 | 27.08.2013
deme2222 (1418)

დარჩენილა უმუშევარი და ეგარის

14:17 | 27.08.2013
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ესენიც რო ულტიმატუმს წაგიყენებენ რა დრო მოვიდა ლ ოლზ

0.064073