ფეხბურთი

19:53 | 20.12.2013 | ნანახია 1553 - ჯერ

ჩიხრაძე თანამდებობაზე დარჩა, გელაშვილი ზამთრის ჩემპიონია

ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ თანამდებობა შეინარჩუნა.

ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ჩიხრაძეს ულტიმატუმი წაუყენა, რომ, თუ წლის ბოლოს ორივე მატჩს არ მოიგებდა, პოსტს დაატოვებინებდა.

ჩიხრაძემ ულტიმატუმის პირობები შეასრულა და “სიმურგმა” ჯერ მე-17 ტურში შინ აზალ-ი დაამარცხა, ხოლო წლის ბოლო მატჩში, სტუმრად “რავანს” 3:0 მოუგო. ზაქათალელებს 22 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-6 ადგილზე არიან.

ბაქოს “ინტერმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, სტუმრად გათამაშების ლიდერ აგდამის “ყარაბაღთან” 0:2 წააგო. გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ ბაქოელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. ალექსანდრე იაშვილი თადარიგში იმყოფებოდა. ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია და გუნდს ვერ დაეხმარა. ნიკა გელაშვილი “ყარაბაღის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს.

აგდამელებს 36 ქულა აქვთ და ზამთრის შესვენებაზე ლიდერებად წავიდნენ. “ინტერი” 27 ქულით მე-4 პოზიციაზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 21.12.2013
ZESTA.LIVERPOOL.FAN (226)

ესენი საეთოდ არ უნდა გააშუქონ რა აზერბაიჯანი გააჯ,ვ , ან ტვინი წაიგეს უკვე ყარაბახის გოლი თუ არ ვნახე მოვკვდები ნერვიულობით რა

00:19 | 08.01.2014
so-lo (31)

არავინ გავალდებულებს ნახეოოო ვააახ

0.06966