ფეხბურთი

18:05 | 22.01.2014 | ნანახია 1066 - ჯერ

ჩიხრაძე “ოკჟეტპესში” ვარჯიშობს

ყაზახეთის პირველი ლიგის კლუბ “ოკჟეტპესში” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩიხრაძე ისინჯება.

“ოკჟეტპესი” შეკრებაზეა თურქეთში და ხსენებული კლუბის ვებგვერდის ცნობით, კოკშეტაეუელთა რიგებში, სხვებთან ერთად 26 წლის ქართველი მცველიც ვარჯიშობს. მან რუსეთის პრემიერლიგის გროზნოს “ტერეკთან” წაგებულ (1:6) ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.

ჩიხრაძემ განვლილი სეზონში ლატვიის დაუგავპილსის “დაუგავაში” გაატარა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) 14 მატჩი გაატარა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:46 | 22.01.2014
სავაშა_ (2491)

თან ისინჯება ! ვაახ ქეცო შენი ... შედეგს როგორ ვერ დებ , ნახე რა "ფეხბურთელები" გვყავს.

18:16 | 22.01.2014
ლეგენდა კობი (748)

ოკჟეპტე და ყაზახეთის პირველი ლიგა..
ნუ დებთ ასეთ სიახლეებს,ვიგრუზები ; (

0.117944