ფეხბურთი

14:12 | 30.04.2013 | ნანახია 1411 - ჯერ

ჩიხრაძე მკაცრად დასაჯეს

 

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ზაქათალის “სიმურგის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ძალიან მკაცრად დასაჯა.

ქართველი სპეციალისტი აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში, “ბაქისთან” წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ, ერთ-ერთი გულშემატკივრის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ჩიხრაძე ტრიბუნაზე ავიდა და ქომაგი არა მარტო გალანძღა, არამედ, რამდენიმეჯერ ხელით შეეხო. შედეგად, ის 10 მატჩის განმავლობაში “სიმურგის” სათადარიგოთა სკამზე კუთვნილ ადგილს ვერ დაიკავებს და ჯარიმის სახით 6000 მანათს გადაიხდის. ჩიხრაძისთვის მიმდინარე სეზონის დასრულდა და ე.წ. “ტექნიკურ ზონას” მომავალი სეზონის მე-7 ტურში დაუბრუნდება.

“ბაქისთან” მატჩში “სიმურგის” ოთხმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათები მიიღო და ამიტომ, კლუბი 1000 მანათს გადაიხდის.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:44 | 30.04.2013
imedioni (118)

და მეკარეს დაუხველებია და თან 5 სეივზე მეტი გაუკეთებია და 1500 მანათი მაგასაც დაეკისრა ) ჰუჰუჰ დდშვც

14:42 | 30.04.2013
pancu (56)

თავი არ დააჩგვრინო ჩიხო,არაფერი არ დაუთმო,მიაწექი ჯიგრულად

14:39 | 30.04.2013
Beqa Mnatobishvili (14)

N1 ონლაინ საფეხბურთო მენეჯერიstripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2935349')>0?' http://trophymanager.com/?c=2935349':' http://trophymanager.com/?c=2935349'))
ბევრ ახსნას არ დავიწყებ უბრალოდ ერთხელ შედით და ნახავთ რომ მიჯაჭვული გახდებით ამ თამაშზე !! ეს ერთადერთი მენეჯერია რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი და ქართველებს 10,000 მდე კლუბი გვყავს !!
0?'>http://trophymanager.com/?c=2935349':'>http://trophymanager.com/?c=2935349'))

0.079183