ფეხბურთი

14:42 | 29.04.2014 | ნანახია 590 - ჯერ

ჩიხრაძე ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ ინტერნეპორტალი azerisport.com-ი იუწყება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 32-ე ტურში, “გაბალასთან” წაგებულ (0:1) მატჩში, ჩიხრაძემ მწვრთნელისთვის განკუთვნილი ე.წ. ტექნიკური ზონა არაერთხელ დაარღვია და საბოლოოდ გააძევეს. კლუბი ქართველის დისკვალიფიკაციის გამო, ჯარიმის სახით 1000 მანათს გადაიხდის. 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:15 | 29.04.2014
ogafa (10220)

ჩიხრაძის გაძევება “სიმურგს” 1000 მანათი დაუჯდა

0.063127