ფეხბურთი

15:45 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო მწვრთნელობას აპირებს

თბილისის “დინამოს” ესპანელი ლეგიონერი ჩისკო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას აპირებს. ესპანურ Marca-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა გამოცდილება ახლავე შეიძინოს.

ჩისკომ თქვა, რომ თამაშის ჟინი ძველებურად აქვს და შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც აპირებს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგებას. გოლებზეც აღნიშნა: შარშან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და უარს არც წლეულს ვიტყვიო. 33 წლის ესპანელი ამბობს, რომ საქართველოს პირველობა ნელა ვითარდება და ყურადღება სჭირდება ტელევიზიებისგან.

“რამდენიმე თვის წინათ, წინადადებები მქონდა თურქეთისა და აზერბაიჯანის კლუბებიდან. ესპანეთში სათამაშოდ დაბრუნებას რაც შეეხება, ეს მიზანი არ მაქვს. საქართველოს ჩემპიონატი არაა ესპანეთის ლა-ლიგა, თუმცა საფეხბურთო არსი ერთნაირია”.

 

0.113961