არის რაიმე, რამაც შეიძლება არ აღაშფოთოს ქალთა უფლებადამცველნი? ქალთა უფლებები ჩვენს პლანეტაზე მართლაც ხშირად ირღვევა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს დაცვა სჭირდებათ, მაგრამ ქალთა უფლებათა დამცველებს ხშირად ზედმეტიც მოსდით...
ამასწინათ, ამერიკელ ქალთა ერთ-ერთმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, კალათბურთის ტაიმებს შორის მოცეკვავე გოგონათა, იგივე “ჩირლიდერთა” ტინგიცობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ფემინისტების აზრით, ზოგიერთი ხურუშიანი მამაკაცი კალათბურთის დარბაზში სპორტული სანახაობის ნაცვლად, მოცეკვავე “ჩირლიდერთა” სახილველად დადის და ეს მათი აზრით ქალებისადმი სექსისტური დამოკიდებულებაა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, პლაჟზე საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ასულების ტანტალიც უნდა აიკრძალოს, რადგან ზღვაზე ბევრი მამაკაცი სწორედ მათ სანახავად დადის...







