ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა “სუპერბიჭუნას“, მექსიკელი ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია. ცოტა ხნის წინ, “ჩიჩამ“ განაცხადა, რომ ბრიტანელ მოდელთან, ალისია სმიტთან მისი რომანი შეცდომა იყო და ალისიასათან ცხოვრება აღარ სურდა.
ამ ამბიდან სულ მცირე დროში, ჩიჩარიტო ინგლისელმა პაპარაცებმა მის ძველ სატრფოსთან, წარმოშობით ჩეხ მოდელთან, ჩეზკა ბორეკთან დალანდეს. როდესაც მექსიკელი ფეხბურთელი სათამაშოდ და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, მისი პირველი გულისსწორი სწორედ ჩეზკა იყო და როგორც ჩანს, ძველი სიყვარულის ქარიშხალმა ხავიერის სხეულში ისევ ჩაიქროლა.
ხავიერ ერნანდესი და ჩეზკა ბორეკი ლონდონის თეატრშიც უნახავთ. ჩეზკა თავის დროზე, თურმე თეატრის მსახიობობაზე ოცნებობდა და ხელოვნების ეს სფერო ნამეტანი ყვარებია. აი, ჩიჩარიტოს კი რამდენად “ეთეატრება“ – ცოტა რთული სათქმელია...







