ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა და ნიჭიერი მექსიკელი ფეხბურთელი – ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტო გულშემატკივრებს დღითიდღე აოცებს თავისი ტალანტითა და მწვანე მინდორზე სანიმუშო გარჯით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩიჩარიტო მხოლოდ მოედანზე როდი ყოფილა სწრაფი, წარმატებული და დაუღლელი. ხავიერის მეგობარი გოგონა - ჩასკა ბორეკი ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მისი გულისსწორი საწოლშიც ისეთივე ქარბორბალას ატრიალებს, როგორც მინდორზე და ბედნიერია, რომ იღბლიანმა შემთხვევამ ასეთ სექს-დრაკონს გადაჰყარა.
”თქვენ არ იცით, რა შეუძლია ხავიერს მოედნის მიღმა. წელიწადზე მეტია, რაც ერთმანეთს ვხვდებით და შეიძლება ითქვას, რომ იდეალური წყვილი ვართ. დაქორწინებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობითაც ორივე კმაყოფილვბი ვართ. შეუძლებელია არ გიყვარდეს ”ჩიჩას” მსგავსი საოცარი ადამიანი. იგი ხომ ნამდვილი სექს-დრაკონია!” – ამბობს ჩასკა ბორეკი და დასძენს, რომ ბოლო დროს ბევრი ლამაზმანი ცდილობს ხავიერ ერნანდესის გულის მოგებას, მაგრამ ეს არცთუ ადვილი საქმეა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, სწორუპოვარი ჩიჩარიტო სექსუალურ ურთიერთობებში დაღვინებული და ჭკუადამჯდარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდა იმისა, რომ იგი თავისი გერლფრენდის ერთგულია, ასევე მიიჩნევს, რომ ზედმეტი სექსუალური თავგადასავლები ფეხბურთელის კარიერაზე აუცილებლად უარყოფითად აისახება. ეს მაშინ, როცა, ჩიჩარიტოს კლუბის კაპიტანი – რაიან გიგზი სწორედ ახლა ეხვევა ახალ-ახალ სკანდალებში, როდესაც წესით ყველაზე დინჯი და ჭკუადამჯდარი კაცის იმიჯი უნდა შეექმნა.







