ფეხბურთი

15:46 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხური წყარო: ბილეკი "დინამოში" წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს

ჩეხური Idnes-ის ცნობით, მიხალ ბილეკი თბილისის "დინამოში" ერთ წელიწადში 8 000 000 ჩეხურ კრონას მიიღებს. დღევანდელი კურსის მიხედვით, ეს 300 000 ევროა, ანუ ბილეკს თვეში 25 000 ევრო ექნება გასამრჯელო.  

მათივე ინფორმაციით,  ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ბილეკის წლიური ხელფასი 5 000 000 კრონა იყო, ანუ წელიწადში 185 000 ევრო და თვეში 15 500.

ბილეკმა 4 წელი იმუშავა ეროვნულ ნაკრებში და მისი თავკაცობით, გუნდი ევრო-2012-ის მეოთხედფინალში გავიდა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114118