ფიდე-ს გრან-პრის მე-4 ეტაპზე ნანა ძაგნიძის გაჩემპიონებას აღარაფერი უკლია. ქართველმა მოჭადრაკემ 10 ტურში 8.5 ქულის მოგროვება შეძლო და ბოლო ტურის წინ, უმთავრეს კონკურენტ რუს ტატიანა კოსინცევას ერთი ქულით უსწრებს, რაც პირველობის ჩინებული წინაპირობაა.
გასულ ტურში ნანა შავი ფიგურებით ჩინელ ქსიუ იუჰუას დაუპირისპირდა და ყაიმი 36-ე სვლაზე გააფორმა. სხვათა შორის, გუშინდელ პარტიებში ექსვიდან ხუთ შემთხვევაში ფრე აღინიშნა და მათ შორის ჩინელი ჰოუ იფანისა და მაია ჩიბურდანიძის დაპირისპირებაც მოხვდა. შედეგად, ქართველმა ქალბატონმა 4.5 ქულით მე-8 ადგილი შეინარჩუნა.
სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე ტურნირის ბოლო მე-11 ტურში ძაგნიძე თეთრებით იმავე იფანს დაუპირისპირდება, კოსინცევა ასევე თეთრებით ეთამაშება დანიელიანს, ხოლო ჩიბურდანიძე, ანალოგიური ფერის ფიგურებით, ძალებს ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან მოსინჯავს.
ფიდე-ს გრან-პრის ეტაპებში სულ 20 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული მათგანი 6-დან 4 ტურნირში იასპარეზებს, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა, უძლიერესი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
სომხური ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, რომელიც ადგილების მიხედვით გადანაწილდება. შესაბამისად, მოჭადრაკეებს სარეიტინგო ქულებიც ერგებათ.
I ადგილი – 160 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. – 130 ქულა, 4 750
III ადგ. – 120 ქულა, 4 000
IV ადგ. – 90 ქულა, 3 750
V ადგ. – 80 ქულა, 3 500
VI ადგ. – 70 ქულა, 3 250
VII ადგ. – 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. – 50 ქულა, 2 750
IX ადგ. – 40 ქულა, 2 500
X ადგ. – 30 ქულა, 2 250
XI ადგ. – 20 ქულა, 2 000
XII ადგ. – 10 ქულა, 1 750
გასული სამი ეტაპის – სტამბული (თურქეთი), ნანძინის (ჩინეთი), ნალჩიკის (რუსეთი) – შედეგებით, მოჭადრაკეთა რეიტინგი ასე გამოიყურება: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2 ტურნირი) – 250 ქულა, ქსიუ ჟაო (ჩინეთი, 3) – 250, ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2) – 230, ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2) – 230, პია კრამლინგი (შვედეთი, 2) – 165, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 1) – 160, იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 1) – 160, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2) – 160, ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2) – 130, მუნგუნტუულ ბატხუაგი (მონღოლეთი, 2) – 120, ჩენ ჟუ (ყატარი, 2) – 100, იან შენი (ჩინეთი, 2) – 85, მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2) – 85, ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი, 1) – 80, ვენიუნ იუ (ჩინეთი, 1) – 80, ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2) – 80, მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 1) – 45, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 1) – 45, ბეტულ ილდიზ ჩემრე (თურქეთი, 3) – 40, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 1) – 25 ქულა.
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-4 ეტაპი. ჯერმუკი (სომხეთი). 23 ივნისი-6 ივლისი
მეათე ტური
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2477) – იან შენი (ჩინეთი, 2452) 0.5:0.5
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478) 0.5:0.5
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2589) – მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) 0.5:0.5
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534) 0.5:0.5
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2472) – მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363) 0.5:0.5
პია კრამლინგი (შვედეთი, 2536) – ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) 1:0
1. ძაგნიძე – 8.5; 2. კოსინცევა – 7.5; 3. მკრტჩიანი – 6.0; 4. ჰოუ – 5.5; 5. სტეფანოვა – 5.5; 6. დანიელიანი – 5.5; 7. შენი – 5.0; 8. ჩიბურდანიძე – 4.5; 9. კრამლინგი – 4.5; 10. იუჰუა – 3.5; 11. კოვანოვა – 2.5; 12. ფიერო ბაკერო – 1.5;







