ჩოგბურთი

1:08 | 1.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილის რომაული მერვედფინალი

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ რომში დაწუყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. 50-ათასიანი გათამაშების საწყის წრეში მაკამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ისაბელა ჰოლანდთან სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა და ავსტრალიელი 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა.
მერვედფინალში ჩახნაშვილის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი იაპონელი კურუმი ნარა იქნება, რომელმაც ბულგარელ მარტინა გლედაჩევას 6:1, 7:5 სძლია. ცნობისთვის, აზიელს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 132-ე ადგილი უკავია, ქართველი კი მას ზუსტად ასი პოზიციით ჩამორჩება.
ჩახნაშვილი არ მონაწილეობს წყვილთა ტურნირში, სადაც სოფო შაფათავა რუს შამაიკოსთან ერთად მე-4 ნომრადაა მიჩნეული და მეოთხედფინალში ესპანელების – კოსტას-მორეირასა და გარსია-ვიდაგანის დუეტს დაუპირისპირდება.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში, ერთეულთა ტურნირის კვალად, წყვილებშიც ხელი მოეცარა საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს. 75-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში იგი და ამერიკელი მელანი ოუდინი პირველი რეიტინგის მქონე კოპს-ჯოუნსთანა და სპირსთან (ორივე – აშშ) 3:6, 4:6 დამარცხდნენ, არადა, მეორე სეტში 4:1-ს იგებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088027