ფეხბურთი

22:04 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ძანეტი დააფასა

 

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მილანის „ინტერის“ არგენტინელის ხავიერ ერნანდესის ფეხბურთიდან წასვლის ცნობას ორიგინალურად გამოეხმაურა. კატალონელმა პატაგონიელს საკუთარი მაისურა, ავტოგრაფით და სამადლობელი სიტყვით, გაუგზავნა.

„ვალში“ არც აწ უკვე „ინტერის“ ყოფილი კაპიტანი დარჩა – ხავიერ ძანეტიმ სოციალურ ქსელში ჩავის მადლობა გადაუხადა და ფოტო ნაფეშქაშევი მაისურათი სუვენირით საჯარო გახადა.

შეგახსენებთ, ძანეტიმ პროფესიულ დონეზე 22 წელი ითამაშა და ათასზე მეტი ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094353