ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე იტალიური გამოცემა, მათ შორის პოპულარული Tuttosport-იც. "ტორინოს" სპორტული დირექტორი მარტში დაინტერესდა "ალანიას" ფორვარდ გიორგი ჭანტურიათი. როგორც იწერება, "ტორინოს" წარმომადგენლები, რომლებმაც ადრეც იცოდნენ ამ ფეხბურთელის შესახებ, ავსტრიაში ოთხთა ტურნირს დაესწრნენ - იქ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც თამაშობდა და ჭანტურიამ გოლები გაიტანა.
როგორც იცით, ჭანტურია ჰოლანდიური "ვიტესის" საკუთრებაა და "ალანიაში" განათხოვრებითაა სეზონის ბოლომდე. გიორგის ვალერი გაზაევის გუნდში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს. ამასთან, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ვიტესში" დაბრუნება არანაირად არ სურს.
ტურინელებს უპირველესად სლოვაკი შემტევის,
ვაისისა და ჭანტურიას საკითხებზე "ტორინოს" სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი მუშაობს. შეხსენებისთვის, "ტორინო" სერია A-ში მე-16 (ბოლოდან მეხუთე) პოზიციაზეა და დიდი ალბათობით, უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებს.









