დავით ჩაგელიშვილმა ყაზახეთის საფეხბურთო პირველი ლიგა გოლით დაიწყო.
პირველ ტურში, პეტროპავლოვსკის “ყიზილ-ჟარმა” სტუმრად ალმატის ცსკა 3:2 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა თავდამსხმელმა მე-15 წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
27 წლის ფეხბურთელი “ყიზილ-ჟარში” შარშან ჩაირიცხა და 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა. წელს, ამავე გუნდში მისი ტყუპისცალი ლევანი გადავიდა, რომელიც ტრავმირებულია და საქართველოში მკურნალობს.