თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი, რომელმაც ყაზახეთში აწ უკვე დასრულებულ სეზონში ჯერ პრემიერლიგის “ორდაბასიში” ითამაშა, ხოლო შემდეგ - პირველ ლიგის “კიზილჟარში”, ამჟამად ლანჩხუთის “გურიაში” ვარჯიშობს.
26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ორდაბასიში” 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო “კიზილჟარში” გამართულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
“სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ლანჩხუთის “გურიასთან” ერთად ვვარჯიშობ, სადაც ჩემი ტყუპისცალი ლევანი გამოდის. “გურიაში” თამაში არ შემიძლია, რადგან მიმდინარე სეზონში “ორდაბასისა” და “კიზილჟარის” ღირსებას ვიცავდი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დეკემბრის ბოლომდე თამაშის უფლებას არ მაძლევს.
ახალი წლიდან თამაშის საშუალება მექნება. ყახაზეთიდან ჯერ არავინ შემხმიანებია. საქართველოში რამდენიმე შეთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ რაიმეზე კონკრეტულად შეთანხმება არ მსურს. თუ კარგი წინადადება მექნება, ყაზახეთში სიამოვნებით დავბრუნდები”- იუწყება ჩაგელიშვილის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი.