ფეხბურთი

18:42 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩაგელიშვილი მხოლოდ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს

 

ლევან ჩაგელიშვილმა, რომელიც თავის ტყუპისცალ დავითთან ერთად ყაზახეთის პირველი ლიგის “ყიზილ-ჟარში” ითამაშებს, ინტერნეტპორტალ sports.kz-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდთან ერთად პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.

- ყაზახურ გუნდში გადასვლაში თქვენმა ძმამ რა როლი შეასრულა?

- ძმამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. დავითი რომ არა “ყიზილ-ჟარში” ვერ გადავიდოდი. ძმებს ერთად თამაში გვსურს, რომ პეტროპავლოვსკის გუნდს კარგი შედეგის მიღწევაში დავეხმაროთ.

- ეს რომ პირველი ლიგაა?

- ვფიქრობ, ზოგჯერ ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადადგა, რომ შემდეგ ორი ნაბიჯი წინ გააკეთო.

- “ყიზილ-ჟართან” ერთად შეკრება გაიარეთ?

- გუნდთან ერთად ტაჯიკეთში და ანთალიაში ვიყავი. სამწუხაროდ, ბოლო შეკრებაზე ტრავმა მივიღე. ახლა სახლში ვარ და კოჭს ვმკურნალობ. მალე გამოვჯანმრთელდები და გუნდთან ერთად ვიქნები.

- ყაზახურმა კლუბმა განაცხადში შეგიყვანათ?

- დიახ.

- ვიდრე დავითი ყაზახეთში წავიდოდა, მანამდე ყოველთვის ერთად თამაშობდით. ბოლო სეზონები რომელ გუნდში გამოდიოდით?

- ბოლოს ერთდ გორის “დილაში” ვთამაშობდით. ამის შემდეგ, ლანჩხუთის “გურიას” ღირსებას ვიცავდი.

 - ვიდრე დავითი ყაზახეთში თამაშობდა, ჩვენი ქვეყნის ფეხბურთს თვალს ადევნებდით? ყაზახეთის ჩემპიონატზე და კლუბებზე რა იცით?

- ყაზახურ ფეხბურთს თვალს ვადევნებდი. ვიცი რომ თქვენთან ძალიან ცივა და მოედნებიც ისეთი ხარიხის არაა, როგორც საქართველოში. ჩემი აზრით ყაზახეთის ჩემპიონატი წლიდან წლამდე ძლიერდება.

- თქვენი აზრით, ამჟამად ყაზახეთში ქართველი ლეგიონერების რიცხვი მცირე რატომაა?

- ალბათ, ქართველ მენეჯერებს ყაზახურ ფეხბურთში კავშირები არ აქვთ. ამიტომ, რუსეთსა და უკრაინაში ბევრი ქართველი თამაშობს, ხოლო ყაზახეთში სამწუხაროდ  ძალიან ცოტა.

- წელს “ყიზილ-ჟარი” რომელი ადგილისთვის იბრძოლებს?

- ჯერ არ ვიცი პირველი ლიგის სხვა გუნდები როგორი დონის არიან, მაგრამ მხოლოდ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებ.

0.120696