ჭადრაკი

14:18 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის დღე აღნიშნეს!

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის FIDE-ს დაარსების დღეა. ზუსტად 90 წლის წინ საფრანგეთის დედაქალაქში შეიქმნა მოჭადრაკეთა გაერთიანება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით 20 ივლისს ვერის ბაღში უძველესი თამაშის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ელვისებურ ჭადრაკში ქვეყნის წამყვან მოჭადრაკეებთან პაექრობის.

დიდოსტატებს 2 წუთი მიეცათ მთელ პარტიაზე, ხოლო მოყვარულებს – 5 წუთი. შეხვედრები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ჩვენ დიდოსტატებს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს არაპროფესიონალმა მოწინააღმდეგეებმა.

ჭადრაკის მოყვარულებს ბლიც-პარტიები ეთამაშეს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა: ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, ნინო ბაციაშვილმა ს,აერთაშორისო დიდოსტატებმა ვალერი გაფრინდაშვილმა და ინგა ჭარხალაშვილმა.

საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია FIDE დაარსდა 1924 წლის 20 ივლისს პარიზში. FIDE-ს მონაცემებით, დღეს, მსოფლიოში 600 მილიონი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

FIDE მსოფლიოს სპორტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის III ადგილზეა წევრი – ქვეყნების რაოდენობით: IAAF-ის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) და FIFA-ს (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია) შემდეგ.

FIDE-ში სულ 181 ეროვნული ფედერაციაა გაერთიანებული.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116747