ჭადრაკი

22:54 | 2.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკი სანთლის შუქზე

 ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაწყებულ საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 37-მა ქალმა მოჭადრაკემ გამოთქვა.
ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი გამოირთო და მოჭადრაკეებს, პირველ ტურში, სანთლის შუქზე მოუწიათ თამაში. უშუქობის მიუხედავად, პირველი ტურის პარტიებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა და ფავორიტად მიჩნეულებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. პირველი ტურის შემდეგ, 18-მა მონაწილემ ერთი ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ტარდება და 6 საუკეთესო უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებს.
გთავაზობთ მე-2 ტურის შეხვედრათა განრიგს ერთქულიანი მოჭადრაკეების მონაწილეობით: ტერელაძე – წერეთელი, ჭარხალაშვილი – ხმიადაშვილი, ნიკოლაძე – გვეტაძე, გურამიშვილი – ვახანია, ჟორჟოლიანი – ფურცელაძე, ბაციაშვილი – დანელია, ცალუღელაშვილი – ხურცილავა, წაწალაშვილი – სალომე მელია, კოდუა – არაბიძე.

როლანდ ლაბუჩიძე























 
 
     

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08916