სხვა

16:29 | 18.11.2013 | ნანახია 958 - ჯერ

ჭაბუკ მოკრივეთა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის პირველობიდან

რუსეთ ქალაქ ანაპაში დასრულებულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე წარმატებას მიაღწიეს ქართველმა მოკრივეებმა.

66 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ხარაბაძემ მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა მოკრივემ უკრაინელი სტერან გრეკულს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ჯამში, ქართველმა მორკივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა რუსეთისა და ირლანდიის შემდეგ.

74 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორი გახდა რატი ტლაშაძე, რომელმაც ფინალური ორთაბრძლა ფრანგ ლუიო ტოტისტან დათმო. 46 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლა გიორგი ჩარგაზია, ხოლო 52 კილოგრამში ასევე ბრინჯაოს პრიზიორი უჩა მაისურაძე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, AIBA-ს დელეგატი – ვლადიმერ ახალკაცი.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მთავარ მწვრთნელ – კუკური შავგულიძის ხელმძღვანელობით, ევროპის პირველობაზე 9 სპორტსმენით გახლდათ წარდგენილი.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:56 | 26.03.2014
mushni (93569)

'''''''''

05:56 | 26.03.2014
mushni (93569)

;;;;;;

05:55 | 26.03.2014
mushni (93569)

ამ სპორტში ჩავისვარეთ

11:35 | 19.11.2013
ალექსანდრე (6188)

ცნობილი გახდა, რომ ტლაშაძე ხელი ტრამვის გამო ექიმმა არ დაუშვა ფინალურ შეხვედრაზე.

18:06 | 18.11.2013
ალექსანდრე (6188)

ისე წერთ, თითქოს ტლაშაძე ბრძოლაში დამარცხდა. სინამდვილეში ის არ გამოცხადდა ფინალურ შეხვედრაზე. დაწერეთ ამის მიზეზები, ნუ გეზარებათ მუშაობა.

05:55 | 26.03.2014
mushni (93569)

რატო

17:20 | 18.11.2013
asiani (57)

რა გეჩქარებოდათ... ან, ასეთი მშრალი ინფორმაცია, ამდენი ხნი შემდეგ...

05:56 | 26.03.2014
mushni (93569)

DD

0.076028