ფეხბურთი

1:04 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძე თბილისის "ლოკომოტივს" გაწვრთნის

გია ცეცაძე თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტმა" სანდო წყაროდან შეიტყო. როგორც იცით, ცეცაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, ახლა კი 1994 წელს დაბადებულებს 19-წლამდელებში აღარ შეეძლებათ თამაში.

იყო საუბარი, ცეცაძე ქუთაისის "ტორპედოში" იმუშავებსო, თუმცა გადაწყვეტილია, რომ "ლოკომოტივს" ჩაიბარებს.

"ლოკომოტივი" პირველ ლიგაში გამოდის, გუნდში კი 16-17 წლის ჭაბუკები არიან - ბევრი მათგანი 17-წლამდელთა ნაკრებშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119777