არგენტინის დედაქალაქის ბუენოს აირესის Copa Claro-ს ტურნირის ნახევარფინალში შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი დავიდ ფერერი თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს შეხვდება. მეოთხედფინალში რეიტინგსიის მეხუთე ნომერმა, 31 წლის დავიდმა უპრობლემოდ მოუგო კიდევ ერთ ესპანელ ალბერტ რამოსს 6:1, 6:2.
ფერერისა და რამოსის მატჩი მხოლოდ საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. დავიდი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა ალბერტს და მეორედაც მოახერხა მისი ძლევა.
ასევე 2 სეტით იმარჯვა ნიკოლას ალმაგრომ, თუმცა, 28 წლის ესპანელს ფრანგ ჟერემი შარდისთან პირველ სეტში ტაიბრეიკის ჩატარება მოუწია. ალმაგრომ საბოლოოდ 7:6, 6:3 მოიგო და შარდისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 5:0 გახადა.
ნახევარფინალის მეორე წყვილი იტალიელმა ფაბიო ფონინიმ და ესპანელმა ტომი რობრედომ შეადგინეს. მსოფლიო კლასიფიკაციის 14-ე ადგილზე მყოფმა აპენინელმა მეოთხედფინალში 28 წლის პირენელ პაბლო ანდუხარს 6:4, 6:3 სძლია და მომდევნო ოპონენტად ჰოლანდიელი ტომი ჰაასეს დამმარცხებელი რობრედო ელის.