არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, შესაძლოა, კვირას “ბრედას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, 26 წლის ცენტრალური მცველის მეუღლე ფეხმიძემადაა და მიმდინარე კვირის ბოლოს გოგონას ელის.
“ეს ჩვენი პირველი შვილია. ჩემს ცოლს სურს, რომ საქართველოში იმშობიაროს და არა ჰოლანდიაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ “ბრედას” წინააღმდეგ ვითამაშებ. არავითარი დაპირებების გაცემა არ შემიძლია. ჯერ მეუღლეს უნდა დაველაპარაკო”, – განაცხადა კაშიამ.
“ზვოლესთან” შინ მოგებული (3:0) მატჩის დროს, გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც საჰაერო-სადესანტო ძალების ვეტერანი ჯონი პიტერსი და კაშია იყვნენ გამოსახული.
“გულშემატკივრების მხრიდან საუცხოო ჟესტი იყო. ეს ბევრ რამეს მმატებს”, – თქვა ქართველმა მცველმა.
“ვიტესის” საშინაო არენა “გელრედომზე” ჰოლანდიის საჰაერო-სადესანტო ძალების 69-ე წლისთავი აღნიშნეს.
“მე შევხდი ჯონი პეტერსს, რომელიც 1944 წელს არნემში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ის დღესაც აქ იყო. მას გადავეხვიე. მეამაყება, რომ ამ ადამიანს ვიცნობ”, – განაცხადა “ვიტესის” კაპიტანმა.
გასულ კვირაში, კაშიამ საჰაერო-სადესანტო ძალების მუზეუმი მოინახულა ოსტერბეკში.
“ძველი საომარი ატრიბუტები ვნახე. კედლებზე წარსულის გმირების ფოტოები ეკიდა. ხალხი გმირებად ფეხბურთელებს, ან ესტრადის ვარსკვლავებს მიიჩნევს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ნამდვილი გმირები ისინი არიან, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის თავის გასაწირად მზად არაინ; ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყნის გადასარჩენად თავისი სიცოცხლით რისკავენ”, – ხაზი გაუსვა კაშიამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუუუ ნუ გიყვართ ხოლმე რა ასე გაბუქება ! რა ბარსამ იყიდოს რეებს ბოდავთ ? იყიდოს და სკამზე დასვას ? ბარსას სკამზე ჯდომას ათასჯერ ჯობია ვიტესში დარჩეს გუნდის კაპიტანია ნამდვილი ლიდერი და მაგრაც უყვართ და ეს უფრო უნდა გვეამაყებოდეს ვიდრე ბარსას წევრობის ნომინალური სახელი !!
აბა რა !!!! კარგად დაწერე გაიხარე!!!
გენაცვალე კაშო, კაცი ხარ კაცური !!!


ან მეჰიას აღარ ჯობია კაშო ??? (მეჰია ვისაც გახსოვთ მაგრები ხართ ყველა )
ისე რეალის და ბარსას დონის არაა, მაგრამ ბარსამ სადაც ჩიგრინსკი იყიდა კაშოც რო იყიდოს არაფერი დაშავდება
მეხია რეალის მცველი რო იყო ეგ უბედური ეგა
მაგრათ უყვართ კაშია ვიტესში
მაგარი კაცია კაშო.. გულშემატკივარი ცალკე აღნიშვნის ღირსია.. ესეთ პატივს რამდენ ქართველს სცემენ უცხო ქვეყანაში..
არცერთს ! ერთი ქინქლაძე იყო სიტიში და მეორე კაშიააა ვიტესში !
ოპ ოპ ... და არველაძე შოთი!?
)
არველაძეებს ტრაბზონში ისე უყვართ რო რავი. თამაშების დროს კაშნებზე არველადზე ეწერათ ტრაბზონის მაგივრად
ხუმრობთ, თუ მართლა ამბობთ, რომ ბარსელონამ კაშია იყიდოს? ცუდი მცველი არაა, მაგრამ რეალი და ბარსელონა სულ სხვა დონეა. წინა ტურებში რამდენ შეცდომას უშვებდა დაგავიწყდათ? ეგ კი არა, ნაკრებშიც არაა საუკეთესო ცენტრალური მცველი. ამისულაშვილიც და ხუბუტიაც დაცვაში კაშიაზე საიმედოები არიან. ნუ ტოპ-ჩემპიონატების საშუალო დონის გუნდში შეიძლება ითამაშოს.
მეც მივწერე ეს დაბლა ... ამათ რომ ჰკითხო , კანკავა იუნაიტედს გაქაჩავს , და , კაშია ბარსელონას. შეეწინააღმდეგები და წავა მერე "პატრიოტების" მინუსები ... +1111111111
მართალი ხარ კარგი ადამიანი როა ბაზარი არაა მაგრამ ეს არ ნიშნავ იმას რომ მასკერანოს და პუიოლს ჯობია !!
ნუ იცით ეიფორიაში ჩავარდნა...
მაგარი კაცია საღოლ
––––––––––––––––––
0?'>https://www.facebook.com/chemidedasvficavar':'>https://www.facebook.com/chemidedasvficavar')) Like
ისე აი საკმაოდ კარგი ცენტრალური მცვალია, იმას რომ თემო ვერ იყენებს ძალიან ცუდად წარმოაჩენს კაშიას. რაღაც უაზრო პოზიციებზე ათამაშებს! აბსოლიტურად ვეთანხმები ფორუმელებს, გასაგებია რომ ბარსელონაა და ეგრე მარტივად არავის ყიდულობს მაგრამ, 200 წლის პუიოლის დაბრუნების მოლოდინს არ ჯობდა ეყიდათ კაშია? პიკესთან დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი დუეტს შექმნიდა. ბარტრას ხომ 100 თავით ჯობია, მასკერანო საერთოდ არაა მცველი, ათამაშებენ ამ პოზიციაზე იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვთ.
ბარტრა ახალგაზრდა , და , ძალიან პერსპექტიულია. +პლიუს ამას , ბარტრა ბარსელონას აღზრდილია ... და კიდევ 100 თავით კი არა , საერთოდ მისნაირი თუ არის ესეც საკითხავია ...
)
პ.ს არავისზე ნაკლებად არ გამიხარდება , კაშიას ბარსელონაში მოხვედრა ...
აუ მაგარი დადებითი პიროვნება და გულიანი კაცია. საღოლ კაშო წარმატებები, მალე ბარსაში მენახე
კაშია შენ გენაცვალე იმენა მაგარი ფეხბურთელი ხარ და მაგარი ადამიანი, არ მესმის ბარსელონასი მცველი რო არ ყავს, ბარტრასაც ჯობია კაშო, მასკერანოსაც და ლუისის და სილვას დევნას იყიდონ კაშია, თანაც ერედივიზიის საუკეთესო მცველია უკვე ორი წელია
ძან კარგი ადამიანია კაშო და წარმატებებს ვუსურვებ