რით შეიძლება ჰგავდეს ბრაზილია საქართველოს? იმედია, ფეხბურთსა და მსგავს რამეებს არ ვიტყვით, რადგან ეს მინიმუმ დიდი ტყუილი იქნება. აბა მაშ რით? როგორც ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე არსებულმა რეალობამ აჩვენა, ბრაზილია ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მომსახურების ცუდი ხარისხით ჰგავს.
მუნდიალზე ჩასული ფეხბურთის ქომაგები გამუდმებით წუწუნებენ იმაზე, რომ ბრაზილიაში მაღაზიებში შესვლა ხშირ შემთხვევაში ტანჯვა-წამების ტოლფასია, რადგან გამყიდველები ძალიან ნელა მუშაობენ და ელემენტარულად წვენის ყიდვასაც კი ხშირად დიდი დრო სჭირდება.
ამას გარდა, რესტორნების ოფიციანტები თურმე ისეთი ზანტები არიან, რომ მათ დალოდებას საქართველოსათვის მაპის მიღების დალოდება სჯობს. ასე რომ, გული არ უნდა გავიტეხოთ. მართალია ბრაზილიასავით არც ნავთობი გვაქვს და არც კბილებამდე შეიარაღებული არმია გვყავს, მაგრამ ამ ერთ რამეში მაინც ხომ ვგავართ მათ...







