ფეხბურთი

12:31 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას ქაოსი ემუქრება

 

ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა სტადიონებთან დაკავშირებით პრობლემები მაინც არსებობს. ქალაქ მანაუსის სტადიონი "ამაზონ არენა" აშენებულია თანამედროვე არქიტექტურით და იქმნება ისეთი ვიზუალი თითქოს გულშემატკივრები კარნავალს აწყობენ.

"ამაზონ არენაზე" ერთმანეთს ინგლისის და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან და ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება არეულობა მოხდეს.

ბრაზილიას ქაოსი მუნდიალის შემდეგ უფრო ემუქრება. მანაუსის სტადიონის მშენებლობა 171 მილიონი გირვანქა დაჯდა, ხოლო დედაქალაქის ბრაზილიის სტადიონის - 375 მილიონი. შესაბამისად ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან არეულობის მოწყობას ელიან.

"მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება მუნდიალისკენაა მიპყრობილი, ქვეყანაში კორუფცია მაინც სუფევს. სკოლები, საავადმყოფოები და სხვადასხვა ნაგებობები ბოლომდე არ აუშენებიათ." _ განაცხადა ბრაზილიის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მაილსონ და ნობრეგამ.

ცნობისთვის, 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ბრაზილიის მოსახლეობის 78% უჭერდა მხარს, ხოლო დღევანდელი მონაცემებით საზოგადოების მხოლოდ 48% სურს მუნდიალი საკუთარ ქვეყანაში გაიმართოს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097478