40 წლის ფინელი სპეციალისტი სამი ჰიიპია ინგლისის ჩემპიონლიგაში მოთამაშე “ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელი გახდა.
ჰიიპია, 2012-14 წლებში, “ლევერკუზენს” წვრთნიდა. გერმანულმა გუნდმა ის მიმდინარე წლის აპრილში დაითხოვა.
“ბრაიტონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფინელმა სპეციალისტმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.