ფეხბურთი

20:14 | 30.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“ბოტაფოგო” რობინიოს ბრაზილიაში დაბრუნებას გეგმავს

ბრაზილიური “ბოტაფოგო” “მილანის” სამხრეთ ამერიკელი შემტევის, რობინიოს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

რობინიოს ტრანსფერში ჩართულია შუამავალი ვიქტორ ლეალი, რომელიც Lance-სთან საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ბოტაფოგოს” წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ რობინიოს შეძენა სურთ, მაგრამ გუნდი ფინანსურ პრობლემებს განიცდის. ყველაფერი ინვესტორზეა დამოკიდებული. “ბოტაფოგოსთან” კონტაქტის შემდეგ ინვესტორს ვეძებ. იმედი მაქვს, ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვევა.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071496
სარეკლამო ადგილი - 99
X x X