ფეხბურთი

11:47 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტი: “ბეილს სისწრაფეს მოვამატებინებ”

 

6-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა მადრიდის “რეალის” ახალწვეულ გარეტ ბეილს დახმარება შესთავაზა. იამაიკელი სპრინტერის თქმით, მას შეუძლია, უელსელს სისწრაფის მომატებაში დაეხმაროს.

“შემიძლია, ბეილს დავეხმარო და კიდევ უფრო სწრაფი გავხადო. “რეალს” დიდ პატივს ვცემ და თუკი კლუბი ისურვებს, მადრიდში ჩავალ და ბეილს ინდივიდუალურად ვავარჯიშებ. გამიგია, რომ გარეტს თითქმის ჩემნაირი სისწრაფე აქვს, მაგრამ სირბილის ტექნიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კრიშტიანუ რონალდუს სწორად სირბილი უკვე ვასწავლე და ხედავთ, რა შედეგებსაც მიაღწია”, - განუცხადა ბოლტმა Daily Mail-ს.

“ვილიარეალთან” სადებიუტო მატჩში, ბეილმა 40 კმ/სთ განავითარა, ბოლტი კი, დაახლოებით 43 კმ/სთ სიჩქარით დარბის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094738