ჭადრაკი

18:00 | 1.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის იმედად...

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-10 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართული გუნდებისთვის. ქალთა ნაკრები ნანა ძაგნიძის მიერ კატერინა ლაჰნოს დამარცხების შემდეგ ჩინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა, სალომე მელიამ თეთრებითვე ინა გაპონენკოსთან წააგო და ვინაიდან ლელა ჯავახიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა ყაიმები გააფორმეს, უკრაინასთან საყაიმო ანგარიში (2:2) დაფიქსირდა.
ახლა, ყველაფერი ბოლო ტურზეა დამოკიდებული. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულით მოასპარეზე ქართველ ქალებს, რომელთა აქტივშიც 15 ქულაა, უცილობელი გამარჯვებას სჭირდებათ, თუმცა, შესაძლოა, საპრიზო სამეულში მაინც ვერ მოხვდნენ.
პოზიციებს თმობენ ქართველი ვაჟებიც, რომელთაც საფრანგეთთან მარცხის შემდეგ ესპანეთთან 1:3 წააგეს და 13 ქულა შერჩათ. საკუთარი პარტიები ბაადურ ჯობავამა და ლევან ფანცულაიამ დათმეს, მერაბ გაგუნაშვილი და მიხეილ მჭედლიშვილი კი ყაიმებს დასჯერდნენ.

 
2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა. ხანტი-მანსიისკი (რუსეთი). 20 სექტემბერი-3 ოქტომბერი
მეათე ტური
ქალები
საქართველო (4) – უკრაინა (3) 2:2
ნანა ძაგნიძე (2534) – კატერინა ლაჰნო (2539) 1:0
ანა უშენინა (2466) – ლელა ჯავახიშვილი (2451) 0.5:0.5
სალომე მელია (2439) – ინა გაპონენკო (2469) 0:1
მარია მუზიჩუკი (2464) – სოფიკო ხუხაშვილი (2422) 0.5:0.5
 
კაცები
ესპანეთი (16) – საქართველო (20) 3:1
ალექსეი შიროვი (2749) – ბაადურ ჯობავა (2710) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2598) – ფრანსისკო პონს ვალეხო (2697) 0.5:0.5
ივან ლოპესი სალგადო (2595) – მიხეილ მჭედლიშვილი (2628) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2599) – ხორდი ბადალს მაგემი (2589) 0:1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086577