ჭადრაკი

23:13 | 27.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტური გაარკვევს

სამთა მინი-ტურნირში, რომელმაც ქალთა საჭადრაკო ნაკრების მეხუთე წევრის ვინაობა უნდა გააარკვიოს, პირველმა ასპარეზობა მაკა ფურცელაძემ (2353) დაასრულა. მეხუთე ტურში მააკ თეთრი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს (2413) დაუზავდა და ოთხ პარტიაში 2.0 ქულა მოაგროვა.
ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს, რომელშიც ბაციაშვილი თეთრებით სალომე მელიას (2396) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკეები 2-12 ნოემბერს საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში გასამართი ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ნაკრებში თამაში კი უკვე განაღდებული აქვთ ნანა ძაგნიძეს (2525), ლელა ჯავახიშვილს (2464), ნინო ხურციძესა (2440) და ნაზი პაიკიძეს (2412).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099867