თამაშგარე

15:41 | 28.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბოენიში ოჯახს მოეკიდა

გერმანული ”ვერდერის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, სებასტიან ბოენიში ჩვენში რომ  იტყვიან - ოჯახს მოეკიდა. ბოენიშის რჩეული, წარმოშობით სერბი მოდელი, თუმცა დღეს უკვე ავსტრიის მოქალაქე - ტატიანა ბატინიჩია. ტატიანა უბრალო ვინმე არ გეგონოთ. ეს მშვენიერი ქალბატონი 2007 წელს, ავსტრიის ულამაზეს ქალად აღიარეს და ”მის ავსტრიის” ტიტულით წარსდგა მსოფლიოს ულამაზეს ქალთა კოჰორტაში.
სებასტიანი და ტატიანა ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. დაქორწინების იდეა პრველად ბოენიშს მოუვიდა თავში და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არც მშვენიერი ტატიანა ყოფილა.
წყვილი დიდი და გრანდიოზული ქორწილის გადახდას საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს. თუმცა, მათი ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაოფიციალურებულია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17457