ფეხბურთი

14:47 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგს თავს დაესხნენ

განის ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგს ქუჩაში თავს დაესხნენ და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

26 წლის ფეხბურთელს ქალაქ კარსტში, რომელიც დიუსელდორფის მახლობლად მდებარეობს, თავს უცნობი ადამიანი დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ბოატენგმა ნეკნის, ზურგისა და კისრის ტრავმები მიიღო.

“25 დეკემბერს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი მოხდა. არის ნიშნები იმისა, რომ თავდასხმის მოტივი მხარეებს შორის პირადი უთანხმოება იყო. მამაკაცმა მსუბუქი სახის დაზიანებები მიიღო და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს” - წერია პოლიციის განცხადებაში.

ბოატენგი ბუნდესლიგაში გასულ ზაფხულს დაბრუნდა, როდესაც “მილანიდან” “შალკეში” 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131678