ფეხბურთი

18:52 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “უარესიც შეიძლებოდა”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აცხადებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ლევერკუზენთან” დაპირისპირებას მომზადებული შეხვდა.

“ლევერკუზენთან” შესახვედრად მზად ვიყავით. ამ გუნდის შესწავლა დაწყებული გვქონდა და ამისთვის დრო კიდევ გვაქვს. “ლევერკუზენმა” რთული ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. ვერ გეტყვით, კმაყოფილი ვარ თუ არა წილისყრით. უარესიც შეიძლებოდა, მაგრამ “ლევერკუზენს” პატივი უნდა ვცეთ, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველა გუნდს.” – აცხადებს ლორან ბლანი წილისყრის შემდეგ.

0.129461