კალათბურთი

23:10 | 4.11.2013 | ნანახია 3097 - ჯერ

ბესიკ ლიპარტელიანი: "მომავალში საზოგადოებას უამრავი სიურპრიზი ელის"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები (ბესიკ ლიპარტელიანი, მერაბ რატიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, ვალერი ლომაძე) ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან, ფედერაციის წესდებასა და საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 4 ნოემბერს გამგეობის წევრები თბილისში, სასტუმრო “რედისონში” საკალათბურთო კლუბებისა და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დასაწყისში მერაბ რატიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გამგეობის განცხადება გააცნო, რის შემდეგაც სიტყვით ლიპარტელიანი გამოვიდა.

ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი): “2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩვენი ფედერაციის კრიტიკა. მართალია, თვითონ არ მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრას (კლუბები მცირე რაოდენობით იყვნენ წარმომდგენილნი – რ.ლ.). ასევე ვეცდებით შევხვდეთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ბოლოს კი - ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს.

ყოველნაირად ვეცდებით გამოსავლის ნახვას. სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენს ქმედებაში უკანონობა არ იქნება. დღეს უამრავ ხელმოცარულს გაუჩნდა პრეტენზია. მომავალში საზოგადოებას უამრავი სიურპრიზი ელის...”

მიხეილ გაბრიჩიძე (ვეტერანი კალათბურთელი, პრეზიდენტობის კანდიდატი): “დაპირისპირებამ შეიძლება ქართული კალათბურთი მე-20 საუკუნის 80-იანი წლების კრიზისამდე მიგვიყვანოს, როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოასპარეზე თბილისის “დინამოს” ხუთეული უცხოელი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. რა ვუთხრათ ამ კრიზისის შემყურე საკალათბურთო სკოლის აღსაზრდელებს. არაა გამორიცხული, ამის შედეგად მშობლებმა გადაიფიქრონ ბავშვების კალათბურთზე შეყვანა და სპორტის სხვა სახეობა არჩიონ”.

კახა შენგელია (ვეტერანი კალათბურთელი, პრეზიდენტობის კანდიდატი): “წინა შეხვედრაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიდ დათმობაზე მივდივართ. არჩევნებში დელეგატის სტატუსით რაც შეიძლება ბევრი კალათბურთელი უნდა მონაწილეობდეს. ახვლედიანი არის კაცი, რომელიც წარსულს პატივს არ სცემს. ბოიკოტი და საბოტაჟი დიდი შეურაცხყოფაა...”

ზურაბ ტომარაძე (მწვრთნელი, დროებით უმუშევარი): “30 წელიწადია კალათბურთში ვარ. სპორტის ამ სახეობაში არიან ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან, არიან ისეთებიც დროებით თავშესაფარს რომ ეძებენ. ისეთებიც არიან, კალათბურთის ბურთი მაღაზიაშიც რომ არ უნახავთ. ვისაც პრეზიდენტობა სურს, მოვიდეს და დადოს პროგრამა. გავეცნოთ ყველას და ის პროგრამა ავირჩიოთ, რომელსაც მოვიწონებთ. ვინც კარგად იმუშავა, მადლობას გადავუხდით. ჩემი აზრით, მწვრთნელებსაც უნდა ჰქონდეთ საარჩევნო ხმა. დღეს კალათბურთში არსებული პრობლემები ცივილური ფორმით უნდა გადავწყვიტოთ...”

კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “გამგეობის მიერ აქამდე ჩატარებულ ღონისძიებებზე არავის დავუპატიჟებივარ. ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას “მსოფლიო სპორტის” საიტიდან ვიგებ. მე “არმიაში” დაქირავებული მწვრთნელი ვარ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამგეობამ ამირჩია. ვლადიმერ ბოისა ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ არ ვაპირებ ამის გამო მას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მივცე. მინდა ვიცოდე, რას აპირებენ პრეზიდენტობის კანდიდატები. მაინტერესებს, თითოეული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა პირობები მექნება. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ჩემი სურვილია სპორტის სასახლის ტრიბუნები ივსებოდეს. პირადულზე მაღლა საერთო საქმე უნდა დავაყენოთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის...”

ზემოაღნიშნულთა გარდა სიტყვით გამოვიდნენ: ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი), პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი), გელა წულაძე (მწვრთნელი), ზაზა გაბისონია (ვეტერანი კალათბურთელი), გია სანაძე (ვეტერანი კალათბურთელი), თემურ დათიკაშვილი (საკალათბურთო კლუბ “ვითას” ერთ-ერთი დამფუძნებელი), გივი სანაძე (საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” ერთ-ერთი მენეჯერი), მიხეილ ბერიაშვილი (მწვრთნელი).     


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:42 | 06.11.2013
xareba jibuti (10)

დარისპან ესენი აგონიაში არიან ეხლა.. წყალწაღებულებს ხავსიც აღარ აქვთ რო მოეჭიდონ. დამიჯერონ და ვეტყვი რასაც უნდა მოეჭიდონ..)))

23:45 | 05.11.2013
darispani (1002)

ფედერაციის საიტზე შეხვედრის ვიდეო დევს. მოქმედი ტრენერებიდან მარტო ტუღუში ესწრებოდა.
მარტო შნირები და უსაქმოდ დარჩენილი ვაი-მწვრთნელები DDDD
ბესიიკიიიიიი

23:43 | 05.11.2013
sh_rustavski (61)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

22:59 | 05.11.2013
xareba jibuti (10)

თქვენ აქ ხართ ბლატნოები, კურდღელი ხალხი.. მოგევლებათ ყველას ცოტა ხანში წავიდა ნაცების დროო მორჩა, რატიშვილია კაც და თორთლაძე არა?

21:48 | 05.11.2013
eshmaka (255)

დარისპან, მიხეეიიილლლლლლლლლლლლს და ბუდულაის ლანძღავენ

21:47 | 05.11.2013
eshmaka (255)

ჭკვიანურად აზროვნებ დარისპან, რათქმაუნდა სწორე ხარ, კახა, ვოვა, მიშა, და არა მიხეიიიილლლლლ, დარისპან ვოვა ბოისა, კანდიდატი

21:29 | 05.11.2013
i love this game (12)

ულვასიანი დავიდ თორთლადზე. ყველაზე არა სანდო ადამიანი ფუ ........................

21:28 | 05.11.2013
i love this game (12)

ე ულვაშ მოგივლი მე შენ

21:27 | 05.11.2013
i love this game (12)

რაზე დაბლოკეთ სიმართლე რო დავწერე ახვლედიანზე ოეეეეეეეეეეეეეე. რომელსაც მარტო ფორმალურად ქვია კაცი?

21:25 | 05.11.2013
i love this game (12)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:56 | 05.11.2013
xareba jibuti (10)

ეს ხალხი ამ ბესოს გარდა ვერავის ვერ ხედავს თუ თვალებს იბრმავებს? კალათბურთს მიხედეთ და დაანებეთ ამ ბოიკოტებზე ლაპარაკს თავი, ან ამ ლიპარტელიანს რა გაუხდა ეს სკამი რო ვერ ელევა? ესენი კიდე ტ რაკის მლოკველები დაუჯექით დებატებში ახვლედიანს და უთხარით რომ არ ხარ სწორითქო, მაგრამ ვერ ბედავთ, იმიტომ რომ სიმართლე მის მხარეზეა..!!

19:27 | 05.11.2013
levani82 (41682)

აუ ეს სკამს, როგორ ებღაუჭება და აღარ იცის ამისთვის რა გააკეთოს

19:03 | 05.11.2013
kasparov (118)

საღოლ ბესო....მაგრამ შენზე უარესია ის ახვლედიანი....დედა ხო უტირეთ ქართულ კალათბურთს,ეხლა საბოლოოდ დამარხეთ მიდი!!!სამწუხაროა რო არჩევანს ცუდს და უარესს სორის ვაკეთებთ!!!აქ 2 მხარეა მარტო,ბესო და მიშა....დანარჩენები პაიკები არიან!

16:30 | 05.11.2013
darispani (1002)

ისე ვატყობ საქმეს, რომ ახლადშექმნილ ფედერაციაში გაერთიანდება კლუბების თუ სკოლების უმრავლესობა, თანაც სახელმწიფო დაფინანსებაც მათი იქნება შესაბამისად.

16:27 | 05.11.2013
darispani (1002)

ვოვა რა შუაშია ამიხსენი თუ კაცი ხარ?
ისე შენც ულვე სწორედ აზროვნებ-არავითარი ბესიიკიიიიიიიიიიიიი

15:50 | 05.11.2013
eshmaka (255)

ჭკვიანურად აზროვნებ დარისპან, რათქმაუნდა სწორე ხარ, კახა, ვოვა, მიშა, და არა მიხეიიიილლლლლ

12:44 | 05.11.2013
Kala94 (6114)

დალაგდეს ყველაფერი ამ კალათბურთში და ვინც გინდატ ის აირჩიეთ..

09:26 | 05.11.2013
eshmaka (255)

მიხეეეილლლლლლლლლლლლლ

0.14911