კალათბურთი

19:02 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლეჟავა “ქუთაისი-2010”-ში გადავიდა

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა (21.02.86, 193 სმ, 87 კგ) სასპორტო კარიერას სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ში გააგრძელებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ლეჟავამ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი ქვეყნის მომავალ ჩემპიონ “შსს აკადემიაში’ დაიწყო, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო პირველი წრის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ ლეჟავამ კარიერა “არმიაში’ გააგრძელა და თანაგუნდელებთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

 

0.118374