ფეხბურთი

11:14 | 9.05.2014 | ნანახია 968 - ჯერ

ბერლუსკონი: “მონტელა კარგი მწვრთნელია”

"მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონი აღიარებს, რომ ვინჩენცო მონტელა კარგი მწვრთნელია და კლუბის თავკაცად მის ვარიანტს განიხილავს.

ბერლუსკონი აგრეთვე აღნიშნავს, რომ კლარენ ზეედორფის მომავალს სეზონის ბოლოს განიხილავენ.

"ვფიქრობ, მონტელამ "ფიორენტინაში" ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და იგი მშვენიერი მწვრთნელია. სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობა შევიკრიბებით და მწვრთნელის საკითხსაც გადავწყვეტთ. როდესაც პოლიტიკური აქტივობა შევწყვიტე, მთლიანად "მილანის" საქმეებზე გადავერთე. კლუბი ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კლუბის გაყიდვას არ ვაპირებ. პსჟ იმ ფულითაა ძლიერი, რომელიც არაბებმა ამ კლუბში ჩადეს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ჩვენივე პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და კლუბი კრიზისიდან გამოვიყვანოთ." - განუცხადა La Gazzetta Dello Sport-ს ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" იტალიის ჩემპიონატში 36 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და ევროპის ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.

 

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:43 | 09.05.2014
ss18 (1696)

სილვიო ერთერთი საუკეთესო კი არა დღესდღეობით ევროპაში 10 გუნდი მაინც ჯობია..

11:42 | 09.05.2014
shotai-olimpi (2773)

ზეე დატოვე კლუბში და მწვრთნელს მიეცი უფლება ის ფეხბურთელები მოიყვანოს და გაყაროს ვინც უნდა!! ნუ ერევით მის საქმიანობაში და შედეგი იქნება!!

11:42 | 09.05.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

ზეე ძლივს დაალაგა გუნდი მაგის გაშვება არ შეიძლება დროა ტრანსფერებზე იფიქრო პიტლაო ნეხ-ვის გროვა იგროკები რო ყავს მილანს,თუ ფულის დახარჯვა არ გინდა მაშინ გაა_ჯვ-ი მილანიდან DD

11:37 | 09.05.2014
rossonero1 (13120)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:26 | 09.05.2014
ადმინი (1831)

rossonero1
ლექსიკას მიხედე, აქ მარტო არა ხარ.

11:29 | 09.05.2014
kobe bryant24 (4850)

შენ სუუუ გამოსლევებულხარ

11:23 | 09.05.2014
tavisufali (829)

აღარ აძლევენ ამას ეტყობა

0.067875