კალათბურთი

2:30 | 10.09.2014 | ნანახია 2938 - ჯერ

ბერიშვილმა “ზლატოროგში” დებიუტი 19 ქულით აღნიშნა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი (სიმაღლე 205 სმ.) სლოვენიის უმაღლესლიგელ “ზლატოროგში” ჩაირიცხა და ახალი გუნდის მაისურით პირველივე საკონტროლო მატჩში თავი ჩინებულად წარმოაჩინა.

27 წლის ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონი “არმიაში” გაატარა და 22 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 10.4 ქულა, 5.5 მოხსნა, 3.1 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ, ახლა კი, თავის გამოჩენის შანსი სლოვენიაში მიეცემა.

როგორც აღვნიშნეთ, ბერიშვილმა ლაშკოელთა მაისურით პირველი თამაში უკვე ჩაატარა. ასევე უმაღლესლიგელ შოშტანის “ელექტრასთან” მატჩში “ზლატოროგმა” 97:72 (30:23, 19:20, 23:16, 25:13) იმარჯვა, ქართველმა ფორვარდმა კი 19 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელთაგან მხოლოდ სლოვენიელ ცენტრ ტრატნიკს (25) ჩამორჩა.

საინტერესოა, რომ ცნობილ პორტალ ”ევრობასკეტს” ბერიშვილი ლაშკოელთა სასტარტო ხუთეულში ჰყავს შეყვანილი, სადაც მის გარდა, ხსენებული ტრატნიკი, ბოიან იოვანოვიჩი, მიჰა ლაპორნიკი და გორან იურაკი შედიან.

ცნობისთვის, გასულ სეზონში “ზლატოროგმა” სლოვენიის ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, მეოთხედფინალში კი “ჰოპსი პოლზელასთან” 1:2 წააგო. სლოვენიაში მომდევნო სეზონი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს, ლაშკოელთა პირველი მეტოქე კი სწორედ ხსენებული “პოლზელა” იქნება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:09 | 10.09.2014
goool (405)

არა მგონია ნორმალური იყოს ქართველ კალათბურთელზე 8 და 10 ათასი ლარის სახით ხელფასის მიცემა თან მოჭრილად. რო იყოს 3 ათასი და მოგებულ თამაშზე პრემია 500 ლარის სახით კიდე მესმის, მე არ ვამბობ რო ვისაც ეკუთვნის ერთი ორს არ უნდა მისცე მარა ასე არიგო უაზროდ და ხარჯო ფული ძალიან ცუდი. აგერ ამგენმა თავი ვერ მოაბეს ჩემპიონატს და წავიდა ბერიშვილიც უცხოეთში

14:40 | 10.09.2014
michael_jordan (3195)

წარმატებები!ისე სლოვენიას რატომ აქვს ესეთი დაბალი დონის ჩემპიონატი ( არც ევროლიგაზე არიან არც ევროთასზე ერთი კრკა ყავთ ევროჩელეჯნზე ისიც საზიზღარი გუნდი )

13:05 | 10.09.2014
3 სავანელი (1199)

ყოჩაღ, ასე გააგრძელე!

12:29 | 10.09.2014
festina (2659)

ძალიან მაგარია გამისწორდა ამ ბიჭის წასვლა და ვფიქრობ უფრო ადრეც უნდა წასულიყო

11:08 | 10.09.2014
Kala94 (6114)

საღოლ ! წარმატებები !

09:23 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ახალ გუნდში

09:20 | 10.09.2014
buska (1193)

ღადაობენ ესენი დაფინანსებას არ აძლევენ გუნდებს რუსთავში და ქუთაისში წამყვან მოთამაშეებს საშუალოდ 5000 ზე ნაკლები არ აქვთ აღარ ვამბობ ლეგიონერებზე,ვის არ აქვს მონაწილეობის სურვილი მარა რითი

სუპერლიგასა და ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ

2014-09-08
10 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებთან.

11 სექტემბერს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროში საშეჯიბრო დეპარტამენტი სამუშაო შეხვედრებს გამართავს ბავშვთა ლიგებში მონაწილე გუნდებთან.

მენეჯერებს და მწვრთნელებს, ასევე მათ, ვისაც სურვილი აქვს ჩემპიონატში გუნდის გამოყვანის, გთხოვთ მობრძანდეთ სპორტის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში.

11:19 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

მერე რა რომ ქუთაისს საშუალოდ 5000 აქვს? ამით რა? სხვა დანარჩენ გუნდებსაც აუცილებლად 5000ები უნდა ქჰონდეთ? ვინც რამდენს იმსახურებს ის უნდა ქონდეს შესაბამისად, აქ 5000სზე კიარაა საუბარი აქ ჩემპიონატის ჩატარება არ ჩატარებაზეა, თორე აქამდე დინამოს და არმიას რომ 7 და 10 ათასები ჰქონდატ ხელფასი რა მოემატა ქართულ კალათბურთს? ხელფასის მატება დონის მატებასთანაა შესაბამისობაში! ჰქონდეთ 2 3 ათასები და რეგულარულად ითამაშონ ეგაა მტავარი

11:59 | 10.09.2014
buska (1193)

შენ რისი თქმა გინდა რომ აქ დარჩენილ ბიჭებს არ ეკუთვნის ეგეთი ხელფასები?
1000და 2000 ზე რო ოთამაშონ მოტივაცია მითხარი შენ აბა ? მთავარია ჩატარდეს და ხარისხი და დონე არ გაინტერესებს? 7და 10 ლეგიონერებს ქონდათ.

12:22 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

მოტივაცია არაა 5 ათასი და 8 ათასი ხელფასი, არაა ეგ დონე ჩვენთან რომ მაგხელა ხელფასები ჰქონდეთ საშუალოდ, მოტივაცია სხვა რაღაცეებით უნდა აამაღლონ, დიდი ხელფასი უნდა ქონდეთ თუ შესაბამისი დონე იქნება, საშუალოდ უნდა ქონდეთ 2 3 ათასი გუნდებს + პრემიები, ყოველ თამაშზე, და ყოველი ტურნირის მოგებაზე, ესაა მოტივაცია და არა ელოდონ თვის ბოლოს ხელფასი როდის ჩაერიცხებათ 7 ათასი და სეზონი დაიკიდონ მერე. დამიჯერე ქართველებს დიდი ხელფასი არ უნდა მიცე, მითუმეტეს თუარ იმსახურებენ, განავიტარრონ სპორტი! არმიას რო ჰქონდა იმხელა ხელფასები რა განვითარდა? ან კიდე რა გინდა მითხრა 7 და 10 მარტო ლეგიონერებს ჰქონდათ? გინდა ჩამოგივთვალო ქართველებს რამდენი ჰქონდათ გინდაც გასულ სეზონში? სწორედ 7 და 8 ათასები ჰქონდათ დინამოში, ქუთაისში, არმიაში, ოლიმპში, შენ თუ გგონია დონე ხელფასებით ამაღლდება ძაან ცდები. დონე უნდა ამაღლდეს ზოგადად კალათბურთის, და ამასთან ერთად თუ გუნდები მომავალში ან ჩელენჯს ან რაღაც მსგავსს ითამაშებენ მერე რაზეა ლაპარაკი სულ 20 ათასი ჰქონდეთ ხმასაც არ ამოვიღებ.

12:38 | 10.09.2014
buska (1193)

ჩელენჯე რო ვერ გადიან ბიჭების ბრალია? პრემიების მოტივაცია კი არა ხელფასებსაც ვერ იღებენ წესიერად,რამდენჯერ ყოფილა თვეობით არ აუღიათ ხელფასი,საწყალ სოხუმს მიაქცია ვინმემ ყურადღება, რუსთავში და ოლიმში ამხელა ხელფასები ღადაობ მცდარი ინფორმაციაა ძმაო, და ეხლა არც ხელფასი და არც პრემიები რაც იყო იმ დონეს მივიღებთ? !!! არა დაზღვევა თავისი ხარჯებით მკურნალობენ ბიჭები კაი რა

12:51 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:52 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

აუ რა ცენზურის გამო რამდენი დავწერე ტქვენ ხოარ გაკლიატ))))))

13:01 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

არა ძმაო არა მე ფედერაციას კიარ ვამართლებ არა! პირიქით რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთონ და სულ ვიმეორებ ამათმა თუ კალათბურტის განუვითარებლობა და დაუფინანსებლობა დაუშვეს ცუდად იქნება მათი საქმე. მე უბრალოდ ვიძახი რომ ხელფასები მაღალი არაა საჭირო ჯერჯერობით, უნდა შედგეს პროგრამა განვითარების რაშიც შევა აფსოლიტურად ყველაფერი, აი რასაც შენ იძახი დაზღვევა არ აქვთო, ყველაფერი უნდა შედგეს გეგმა და ნელნელა მიყვნენ, და 2 3 წელიწადში მართლა მაღალი დონე იქნება ჩემპიონატში, ეხლა უკვე მიდის საუბარი რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს გუნდები, და როგორ ფიქრობთ ამხელა ხელფასებით დაასაჩუქრებს კალათბურთელებს? ეს იმათი პრობლემაა ვინც დიდ ხელფასს იღებდა შეუსაბამოდ და მაგათ ეწვით ერთი ადგილი თორე, ჰქონდეთ ორი სამი მაქსიმუმ ოთხი ათასი კალათბურთელებს და დონემ აიწიოს, გააკეთონ ათასი პიარ აქციაა რითაც შეგილია ხალხი მოიწვიო, რა აზრი აქვს კალათბურთს რომელსაც ხალხი არ ესწრება? არანაირი! ხალხის სპორტია და მინიმუმ თამაშზე 2 ათასი კაცი მაინც უნდა დადიოდეს, ეგრეა! ამიტომ ჯობია ეტაპობრივად მოხდეს ყველაფერი ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესე განავითარეს სპორტი არავის არ დაუწყია მოდი მილიონს მოგცემო და სპორტი ამით განვიტარდებაო სპორტს სჭირდება პროგრამა, და არა ერჯერადად ერთი წლით მისცენ გუნდებს ხელფასები და ერთი წლის მერე ისევ ახლიდან წარმოიშვას ეს პრობლემები

12:34 | 10.09.2014
festina (2659)

თუ ხელფასი ვერ მიეცი არც ლეგიონერი ჩამოგივა და ნორმალურ ქართველ კალათბურთელს ვერ გააჩერებ აქ და წავა აზერებში,ირანში,ლიბანში და იქ სადაც მეტს მისცემენ და აქ დარჩება უდონოები და უყურე მერე შენ ასეთ ჩემპიონატს.
შსს ცუდი სტრატეგია ქონდა?ლეგიონერები და ახალგაზრდები ყავდა და ესე თამაშობდა და არ ემატებოდათ კლასი ლეგიონერებთან ერთად ახალგაზრდებს?1000ლარიან ხელფასის გამო რამდენი დაანებებს თავს კალათბურთს აგერ ნახავთ

08:48 | 10.09.2014
shotai-olimpi (2773)

მიდი შეუბერე !!! მშვენიერი სტარტია!! ამაზე ნაკლები არ გაგვეგოს!!

08:27 | 10.09.2014
miriani (2665)

sagol kargia kargi. mag stilshi gaagrdzele da uketes gundshi menaxe male. nakrebsac gamoadgeba

08:02 | 10.09.2014
chelidze (5010)

ვაა 19 ქულა ცოტა არ არი.წარმატებები მიშა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064179
სარეკლამო ადგილი - 99
X x X