კალათბურთი

16:17 | 21.09.2014 | ნანახია 1358 - ჯერ

ბერიშვილის 10 ქულა და 5 მოხსნა ავსტრიაში

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა” პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ადგილობრივ “ბასკეტ სუონს გმუნდენთან” 77:88 წააგო. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ავსტრიელებმა 27:14 იმარჯვეს.

ქართველმა კალათბურთელმა სლოვენიურ გუნდს 10 ქულა და 5 მოხსნა შესძინა, ლაშკოელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები კი ლაპორნიკი (19), ზაგორაცი (18) და იურაკი (14) იყვნენ.

“ზლატოროგი” ავსტრიაში მე-2 საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს და მეტოქედ ბუნდესლიგის კიდევ ერთი ბინადარი “კლოსტერნეუბურგი” ეყოლება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:55 | 08.01.2015
Mm(d) (34)

წარმატებები მიშო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076952
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1358