25 წლის ქართველი ფორვარდი ბექა გოცირიძე ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობს. ამ ფეხბურთელმა კარიერა რა შთამბეჭდავად დაიწყო, ყველას ახსოვს: საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, ეროვნულ ნაკრებშიც 17 წლისამ ითამაშა და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო რუსეთის 21-წლამდელებთან მისი გატანილი გოლი რად ღირს.
ბექა თამაშობდა "ამერსა" და "ზესტაფონში", საიდანაც "დნიპროში" გაიყიდა. შემდეგ იყო ავტოავარია, რომელმაც ფეხბურთელს 10 თვე გამოატოვებინა და როცა თამაში განაახლა, უკვე ვეღარ იყო ის გოცირიძე. შარშან იანვარ-თებერვალში ბექა გორის "დილაში" ვარჯიშობდა – საკმაოდ წონამომატებული გახლდათ, თუმცა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გოცირიძე ვარჯიშობს და ცდილობს, სასურველ კონდიციებს დაუბრუნდეს. შეუპოვარია და იმედია, დაუფასდება.







