ირანის ქალაქ მეშხედში, გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი 19th Fajr International Chess Open Tournament, რომლის საპრიზო ფონდიც 40 ათასი დოლარია, გამარჯვებული კი 8 ათასს იღებს. 4 ტურის თავზე, უდანაკარგოდ 7 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორისაც ქართველი დავით ბენიძეა (2522).
გასულ ტურში, ბენიძე მასპინძელ ჰადემი მოჰამად მირანს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამარჯვება იზეიმა. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და შესაბამისად, მე-15 და მე-16 ადგილები უკავიათ ბაჩანა მორჩიაშვილსა (2400) და დავით მაღალაშვილს (2453).
დანარჩენ ქართველთა სატურნირო მდგომარეობა ასეთია: 30. მერაბ გაგუნაშვილი (2619) – 3.0; 31. კონსტანტინე შანავა (2560) – 3.0; 36, მიხეილ მჭედლიშვილი (2641) – 3.0; 66. ივერი ჭიღლაძე (2394) – 2.5; 69. შოთა აზალაძე (2456) – 2.5.
საფრანგეთში კაპელ-ლა-გრანდეს საერთაშორისო ტურნირზე, 4 ტურის შემდეგ, მაქსიმალური შედეგით ალოიზიე იანკოვიჩი (ხორვატია, 2564) და მარიან პეტროვი (ბულგარეთი, 2535) ლიდერობენ, ლევან ფანცულაიას (2610) 3.5 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილს (2396), დავით არუთიანიანს (2578), თორნიკე სანიკიძესა (2559) და მალხაზ სულაშვილს (2497) კი – 2.5.







