ჭადრაკი

19:42 | 5.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბენიძე მხოლოდ ჩეპარინოვს ჩამორჩა

ბულგარეთში დასრულებულ გიორგი ტრინგოვის 34-ე მემორიალში ქართველმა მოჭადრაკე დავით ბენიძემ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და გამარჯვებულ ივან ჩეპარინოვს (2659) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ბულგარელი ჩეპარინოვი ტურნირზე სწორედ პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, ბენიძე კი – მერვედ.
ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით კიდევ ერთ მასპინძელ პლამენ მლადენოვს (2384) დაუპირისპირდა და გამარჯვება იზეიმა. სულ დავითმა 6 პარტიაში იმარჯვა და მხოლოდ 3 ყაიმი დააფიქსირა.
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე დავით ლომსაძემ (2341) 6.0 ქულა მოაგროვა და მე-40 პოზიცია დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174657