ბაქოში მიმდინარე მასშტაბური საჭადრაკო ტურნირის ხუთი ტურის თავზე სერგეი ჟიგალკო (2689) წინ გაიჭრა. ბელორუსმა მოჭადრაკემ აზერბაიჯანში გასული ხუთივე პარტია მოიგო (მათ შორის ქართველ მიხეილ მჭედლიშვილთან (2618)) და უახლოეს მდევარ რუს ევგენი რომანოვს ნახევარი ქულით გაუსწრო. ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი (3.5 ქულა) ხსენებულ მჭედლიშვილს, თორნიკე სანიკიძესა (2525) და დავით მაღალაშვილს (2463) აქვთ, რომლებიც შესაბამისად, მერვე, მეცამეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე იმყოფებიან.
3-3 ქულა აქვთ აქტივში გაიოზ ნიგალიძესა (2448, 25-ე პოზიცია) და მერაბ გაგუნაშვილს (2588, 29-ე), გიგა ყუფარაძე 2.5 ქულით 35-ეა, ბაჩანა მორჩიაშვილი 1.5 ქულით – 62-ე, ხოლო ერთადერთი ქართველი ქალი მონაწილე სალომე მელია ასევე 1.5 ქულით 66-ეა.
ბაქოს საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.







