თამაშგარე

11:48 | 8.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბეჰრამის ცოლის სილამაზის ფორმულა

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველს, ვალონ ბეჰრამის, თავის საფეხბურთო კარიერაში ალბათ იმის ნახევარი წარმატებაც კი არ ჰქონია, რაც მის მშვენიერ მეუღლეს, ელენა ბონცანის, რომელიც 30 წლის ასაკს კარგა ხანია გადასცდა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის კონკურსებსა და გამოკითხვებში ისევ იმარჯვებს და პოდიუმზე მდგომიც ძველებურად ხიბლავს ადამიანებს.
ბეჰრამის ცოლი სხვადასხვა დროს და შინაარსობრივად განსხვავებულ კონკურსებსა და გამოკითხვებში შვიდჯერ არის დასახელებული ყველაზე ლამაზ ქალად. უკანსაკნელად, ის ინგლისელმა ჟურნალისტებმა აღიარეს, რომლებმაც ქალბატონი ელენა არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ ზოგადად სპორტსმენების მეუღლეებს შორის საუკეთესოდ სცნეს. კვირა ისე არ გავა, რომ ელენე ბონცანის შესახებ ევროპულ ”ყვითელ” მედიაში რაიმე არ დაიწეროს.
სხვათა შორის, სულ სამი თვე იქნება, რაც ბეჰრამის მშვენიერმა მეუღლემ ბედი ჟურნალისტობაში სცადა და რა გასაკვირია, რომ აქაც უმალ მიაღწია წარმატებას. ელენა ბონცანი ერთ-ერთი შვეიცარიული ჟურნალისათვის ყოველკვირეულად საავტორო სტატიას ამზადებს, სადაც მანდილოსნებს თავისი სილამაზის საიდუმლოებებს უმხელს და თავის მოვლის მისეულ მეთოდებს სთავაზობს. ამ ქალის ფოტოების მხილველნი ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ელენას შემხედვარე, ბევრი ქალი ირწმუნებს და გაიზიარებს მისი სილამაზის ფორმულას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09587