ფეხბურთი

0:55 | 21.09.2014 | ნანახია 4560 - ჯერ

ბეგლარიშვილის გოლი, ოქრიაშვილის მოგება, "ვიტესის" ფრე

ბელგიის ჩემპიონატში "გენკმა" გასვლაზე 2:1 სძლია "მუსკრონს" და მეექვსე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტაიმნახევარი ითამაშა, აქტიურიც გახლდათ, თუმცა წინა შეხვედრაში უფრო უკეთ გამოიყურებოდა. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, მან ტრავმა მოირჩინა, თუმცა განაცხადში არ იყო.

"ემპოლიმ" სტუმრად ქულა აიღო "ჩეზენასთან" (2:2), თუმცა ქართველებს არ უთამაშიათ: ირაკლი შეყილაძეც და ლევან მჭედლიძეც განაცხადს მიღმა დარჩნენ. მჭედლიძეს ტრავმა აქვს და შესაძლოა, მომდევნო ტურისთვის მზად იყოს.

რუსეთში მოსკოვის "სპარტაკმა" შინ ძლივს გადაარჩინა ქულა "ტერეკთან" – 1:1. ჯანო ანანიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

საბერძნეთში ოფი-მ "ატრომიტოსს" 1:0 აჯობა. გიორგი ლორიას ამჯერად ისეთი ნახტომები აღარ დასჭირდა, როგორც "ოლიმპიაკოსთან". რაც შეეხება გიორგი მერებაშვილს, ის ჯერ არაა განაცხადში და ამდენად, არ უთამაშია. ოფი მეშვიდე ადგილზეა.

ესტონეთში მორიგი გოლი მიითვალა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის "ფლორამ" გასვლაზე 4:2 აჯობა "ტამეკას". "ფლორა" ლიდერია, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური დარჩა და 1 ქულით უსწრებს  "ლევადიას". ბეგლარიშვილისთვის კი ეს სეზონში მე-9 გოლია (29 მატჩში).

რუმინეთში "კლუჟმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ოცელულს" და ლიდერობს ჩემპიონატს. გიორგი ჭანტურია ვიზის არქონის გამო შეყოვნდა თბილისში, თუმცა წესით, მომდევნო ტურიდან შეეძლება თამაში. 

ჰოლანდია: არნემის "ვიტესმა" შინ ვერ აჯობა "ჰერენვენს" (1:1) და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. გურამ კაშიას რომ ტრავმა აქვს, გეცოდინებათ, ვაკო ყაზაიშვილი კი შეცვლაზე შევიდა 72-ე წუთზე. "ვიტესი" ბოლოსწინა ადგილზეა.

თურქეთის I ლიგაში გიორგი რეხვიაშვილის "ბოლუსფორმა" გასვლაზე 2:3 წააგო "სამსუნსფორთან". რეხვიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "ბოლუსფორს" 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

და ბოლოს, ლუკა კიკაბიძეზე. 19 წლის ქართველი "ბასტიას" 18-კაციან განაცხადში იყო "მეცთან" მატჩისას (1:3), თუმცა ბასტიელთა მწვრთნელმა კლოდ მაკელელემ თამაშში არ ჩართო. ეს მეორე შემთხვევაა, როცა კიკაბიძე საფრანგეთის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში მოხვდა: პირველად პსჟ-სთან იყო. იმედია, ლუკას დებიუტი მალე ექნება.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:59 | 21.09.2014
man united20 (1478)

Mოუმატეთ ბიჭებო

14:36 | 21.09.2014
festina (2659)

ყაზაიშვილმაც მოუკლო რაღაც

14:35 | 21.09.2014
festina (2659)

საერთო ჯამში კი არცერთის გამოსვლა არ ვარგოდა ამ შაბათს

13:26 | 21.09.2014
dpj-001 (1572)

ყველა თამაშს ერთ დონეზე მესი და რონალდო ვერ თამშობენ და ოქრიაშვილისგან რა გიკვირთ?

13:11 | 21.09.2014
akhali (10761)

Shevche
არც ოქრი იყო დიდი არაფერი და არც ჯანო...
ჯანო-საერთოდ ბურIს მიღება და მარტივი პასი,არც გაჩერება,ტარება ან ცდა,რომ კაცი მოატყუოს(ეს უკვე დიდი ხანია მისგან არ მინახია)....საერთოდ უკვე აღარც კლასი ეტყობა სამწუხაროდ.ვინ დაარიგა ჭკუა,რომ მხოლოდ პასებით შეიძლება რამე შექმნა?მთავარი კოზირი ჯანოს ფაქტურის ფეხბურთელის ბურთის ტარება,მოტყუება,გამწვავებაზე თამაში უნდა იყოს და თამაშობს სრულიად საპირისპიროს...არავითარი გამწვავება.

13:07 | 21.09.2014
akhali (10761)

ჭანტურია-ჯერ ავსტრიის ვიზა არ ქონდა,ეხლა -რუმინეთის...)))მოკლედ ევროკავშირი დაუშლია ჭანტურიას)))ან ტურისტულ ერთკვირიან ვიზებს აძლევენ?

14:53 | 21.09.2014
BEERTRANCE (97819)

რუმინეთს ცალკე ვიზა უნდა არაა შენგენის ზონაში

14:34 | 21.09.2014
festina (2659)

რუმინეთს ევროკავშირის ვიზა არ სჭირდება

12:30 | 21.09.2014
3 სავანელი (1199)

წარმატება ჩვენ ბიჭებს!

11:20 | 21.09.2014
რაჭა (10043)

ესაა პიკასოს ბიჭები??????

09:32 | 21.09.2014
CANDIO (30)

არაააა საშვეელი

06:11 | 21.09.2014
araza-1918 (6330)

20 დღე გლაზგომდე ფორმაში არიან ჯაბა ბუბა ჯანო ოქრი გელაშა საბა ლობჟანიძე კვირკველია ლორია კვასხვაძე ხმალაძე ძარია ებრალიძე ვაწაძე ვაკო ილურა კიკაბიძე კობახიძეები. ვერ არიან გრიგალავა კაშია ჭანტურია ხუბუტია მჭედლიძე თაგვი დევდარა

12:36 | 21.09.2014
deqstera_best_7 (1964)

კვასხვაძე კიდე ხო და ხმალაძე და ძარია რო არდაგეწერა არა?

08:56 | 21.09.2014
giomebo (1190)

კი მაგარ ფორმაში არიან, დაანგრევენ ყველაფერს

01:35 | 21.09.2014
Shevche (15054)

ოქრი არ მომეწონა დღეს
ჯანო კლასია, უშეცდომო იყო.

ემპოლუს შემდეგი თამაში მილანთან აქვს და იმედია, ლევანა დაბრუნდება :-)

09:02 | 21.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

რა ვთქვა რა მოკლებული აქ მაგრად ჯანოს სისწრაფეში გინდ ტექნიკაში არცერთხელ მისულა კაცზე რომ მოეტყუებინა ეშინია არამგონია ვინემ ამოაგდოს ესე თუ გააგრძელა

14:33 | 21.09.2014
festina (2659)

ვერც პრომესი ატყუებდა ვერავის ,თვითონ ტერეკი იყო რაღაც ძაან შეკრული გუნდი მინიმუმ 2 კაცი მიდიოდა ჯანოზეც და პრომესზეც,ვერც ხურადომ Iატამაშა კარგათ

01:22 | 21.09.2014
BEERTRANCE (97819)

ნახევარს არ უთამაშია ვინც ჩამოთვალეს მგონი

0.118695