კალათბურთი

18:06 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმს სუპერლიგაში გუნდი აუცილებლად ეყოლება

 

ახლოვდება საქართველოს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი, მაგრამ სუპერლიგის მონაწილე უმეტეს გუნდებში, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველი სიტუაციაა. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში საკალათბურთო კლუბ “ბათუმი-რსუ”-ს სპორტულმა დირექტორმა კახა დევაძემ განაცხადა: “ბათუმს გუნდი სუპერლიგაში აუცილებლად ეყოლება. თუ როგორი სიძლიერის იქნება ეს გუნდი, დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი”...

შეგახსენებთ, რომ “ბათუმი-რსუს” 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, რომელიც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “არმიასთან” დამარცხდა.

0.117575