ფეხბურთი

18:55 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" "ხაზარის" დუბლებს 4:1 სძლია

ბათუმის "დინამომ" საკონტროლო მატჩი გამართა აზერბაიჯანული ლენქორანის "ხაზარის" დუბლებთან და 4:1 იმარჯვა. მატჩი ბათუმის "ადელის" სტადიონზე გაიმართა, სადაც აზერბაიჯანული გუნდია დაბანაკებული. აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - ჩიმაკაძემ მაკრატელა გაიტანა, შემდეგ აშვეთიამ, ქორიძემ და მაკარიანმაც მიითვალეს გოლები.

კობა ჟორჟიკაშვილმა ეს შემადგენლობა ათამაშა: I ტაიმი: პიცანი, თოდაძე, გოგიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი, ვარშანიძე, მახარაძე, მუჯირი, თევდორაძე, აბუსელიძე, ჩიმაკაძე. II ტაიმი: მამინაშვილი, ჭიღვარია, გოგიაშვილი (ქორიძე), გოგიტიძე, ალავიძე, მახარაძე (ვარშანიძე), მუჯირი (მაკარიანი), ბაციკაძე, აშვეთია, ხუბუა, ჩიმაკაძე (თევდორაძე).

გუნდშია "ვიტ ჯორჯიას" მცველი გოგიაშვილიც, თუმცა მისი დარჩენის საკითხი ჯერ არაა გარკვეული.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127761